| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი დემეტრაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1947 წელს. 1948-1952წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის მორმალური ფიზიოლოგიის კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1952-1961წწ. ქ. თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის პათოლოგიური ანატომიისა და პათოლოგიური ფიზიოლოგიის კათედრის ასისტენტი; 1961-1967წწ. ამავე ინსტიტუტის პირველი თერაპიული კათედრის ასისტენტი; 1967-1990წწ. ამავე ინსტიტუტის თერაპიისა და კარდიოლოგიის კათედრის დოცენტი; 1971-1984წწ. პარალელურად იყო ამიერკავკასიის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის სასაზღვრო ოლქის ჰოსპიტლის კონსულტანტი ექიმი-კარდიოლოგი; 1977-1987წწ. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მეოთხე მთავარი სამმართველოს მე-2 პოლიკლინიკის კონსულტანტი ექიმი-კარდიოლოგი; პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა და მიჰყავდა პათოფიზიოლოგიის ლექციების კურსი, შემდეგ კი ატარებდა პრაქტიკულ მეცადინეობებს თერაპიის, კლინიკური კარდიოლოგიის, კლინიკური რევმატოლოგიისა და კლინიკური ელექტროკარდიოლოგიის ციკლზე; თავისი 14 მეცნიერული ნაშრომი მიძღვნილი აქვს კარდიოლოგიის საკითხებს. დაჯილდოებული იყო სახელობითი მედლით (1970), მრავალი სიგელითა და მადლობით. ექიმი-თერაპევტი, ექიმი-კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1956). წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.839-842 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

