| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ია ბოკუჩავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მათემატიკის აკადემია; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1985 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის კათედრის ასპირანტურა, პროფ. ა. შირაევისა და ე. ხმალაძის ხელმძღვანელობით 1989 წელს. 1990-2006წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტოქასტური ანალიზისა და სტატისტიკური გადაწყვეტილებების სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი. დაიცვა დისერტაცია თემაზე: "ამერიკული ოფციონის ოპტიმალური გაჩერების ამოცანა უწყვეტი პროცესის შემთხვევაში". 2006-2009წწ. საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტის ძირითადი მონაწილე. თბილისში დააფუძნა ფაინარტ გალერია (2010), ქართული ხელოვნების გალერეა. 2015 წლიდან გალერეა "იარტის" ხელმძღვანელი. გალერეას განხორციელებული აქვს მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი და გამოსცა შესაბამისი კატალოგები. გალერეა ჩართულია საერთაშორისო პროექტებში. უცხოელ პარტნიორთან ერთად დააფუძნა ქართული მხატვრობის პირველი პერიოდული - BI აუქციონი (2016). დოქტორი (2006). წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

