| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კახი ჟორდანია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. განათლება მიიღო დასავლეთში, კერძოდ შვეიცარიასა და დიდ ბრიტანეთში; სასკოლო განათლება მიიღო "TASIS"-სა (GIS) და "Rossall School"-ში (დაასრულა 2011 წელს); 2011-2014 წლებში სწავლა განაგრძო შვეიცარიაში, ფინანსებისა და მენეჯმენტის ბიზნეს სკოლაში (IFM - Institute of Finance and Management); კახი ჟორდანიას პროფესიული განვითარების გზა სხვადასხვა დროს უკავშირდებოდა საქართველოს, ინგლისს, რუსეთს და შვეიცარიას. 2015 წლიდან კახი ჟორდანიამ აქტიური სამეწარმეო მოღვაწეობა დაიწყო საზღვარგარეთ; იმავე წელს დააფუძნა კომპანია "Oil Energy Group", რომელიც რეგიონულ ბაზარზე ნავთობპროდუქტების ერთ-ერთ უმსხვილეს ტრეიდერად იქცა, პარალელურად კი შექმნა სატრანსპორტო-ლოგისტიკური კომპანია; მოგვიანებით დააფუძნა საერთაშორისო ტრეიდინგის კომპანია "Maze International LLC", რომელიც ოპერირებს გლობალურ ბაზარზე (საქართველო, თურქეთი, შუა აზია, იორდანია და სხვა); კახი ჟორდანიას აქტივებში ასევე შედიოდა ბიტუმის ტერმინალის სამშენებლო კომპანიაც, რომელიც პროექტის დასრულების შემდეგ გასხვისდა; 2022 წლის ოქტომბერში შეიძინა წილი შპს "რუსთავოილში", სადაც განხორციელებული მსხვილი ინვესტიციების შედეგად საწარმოო სიმძლავრეები 20-ჯერ გაიზარდა და შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები; საწარმომ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა იმპორტჩანაცვლებაში - ადგილობრივი წარმოების პროდუქტით ჩაანაცვლა ირანიდან და ერაყიდან იმპორტირებული ბიტუმი და ამჟამად საქართველოს ბაზრის მომარაგების 50%-ს აკმაყოფილებს; კ. ჟორდანია აქტიურად უჭერს მხარს "მწვანე ენერგიისა" და ეკო-ტექნოლოგიების განვითარებას; არის ელექტრომობილების დამტენების ინოვაციური ინფრასტრუქტურის კომპანია "Moveo"-ს მფლობელი; აგროსექტორში ფლობს საკონსულტაციო კომპანიას, მიწის ნაკვეთებს, ნუშისა და მოცვის თანამედროვე პლანტაციებს, ხოლო აგროპროდუქტების საერთაშორისო ტრეიდინგს მისი კომპანია "აგრითაჩი" უზრუნველყოფს; 2024 წლის ბოლოს დეველოპერული მიმართულებით შეიძინა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილი ისტორიული შენობა, სადაც ესპანური არქიტექტურული სტუდიის "Bofill Taller de Arquitectura"-ს პროექტით თანამედროვე სასტუმრო და საცხოვრებელი კომპლექსი განვითარდება; კომერციული საქმიანობის პარალელურად, ხელს უწყობს ქართული სპორტის რეგიონულ განვითარებას - 2026 წელს შეიძინა განსაკუთრებული ისტორიის მქონე საფეხბურთო კლუბი "ლანჩხუთის გურია". კახი ჟორდანიას საქმიანობა მოიცავს ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ტრეიდინგს, მძიმე მრეწველობას, სოფლის მეურნეობას, უძრავ ქონებასა და ინოვაციურ ტექნოლოგიებს. Member of Organizations
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

