| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ხვიჩა ღიბრაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. სამხედრო სავალდებულო სამსახური გერმანიაში გაიარა, ჯარიდან დაბრუნების შემდეგ სწავლა განაგრძო ლენინგრადის სამხედრო საინჟინრო-სამშენებლო უმაღლეს სასწავლებელში. მუშაობდა მშენებლობაზე წყალტუბოში. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს იბრძოდა ოჩამჩირის მისადგომებთან, სოფელ მერკულაში. დაიღუპა 1993 წლის 26 თებერვალს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთში. 21-ე მექანიზებული ბრიგადის პირადი შემადგენლობა; 213-ე მექანიზებული ბატალიონის მეთაურის მოადგილე კაპიტანი. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.430-432
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

