| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ბრეგვაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. საჩხერე. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ჰიდროლოგია-ჰიდროეკოლოგიის სპეციალობით 1997 წელს; მაგისტრანტის ხარისხი 1999 წელს. 2005 წლიდან პედაგოგიური მოღვაწეობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ჰიდროლოგიის ოკეანოლოგიისა და მეტეოროლოგიის კათედრაზე; გამოქვეყნებული აქვს 40-მდე სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 1 მონოგრაფია და 3 სახელმძღვანელო. არის 15-მდე სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელი; მონაწილეობა აქვს მიღებული ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტებში წყლის რესურსების მართვის, ტბებისა და წყალსაცავების ჰიდროლოგიის, ჰიდროსტიქიური მოვლენების შესწავლისა და ჰიდროინფორმატიკის მიმართულებით; 2025 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ასისტენტ პროფესორი (2006), გეოგრაფიის დოქტორი (2016), ასოცირებული პროფესორი (2024), ჰიდროლოგი. სადისერტაციო თემა - "წყალდიდობების რისკების შეფასება კლიმატის ცვლილების ფონზე", დაიცვა 2016 წელს. წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

