The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გრიგოლ ყარსიმაშვილი

გრიგოლ ყარსიმაშვილი
Other name:გია ყარსიმაშვილი
Date of birth:1967
Date of death:26 February, 1993  (at 26 years)
Burial location:კუკიის ძმათა სასაფლაო, თბილისი
Category:Military Person, Hero of Georgia

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი.

სამხედრო სამსახური ლვოვში მოიხადა. სამაგალითო ჯარისკაცმა მთავრობის ჯილდოებიც ჩამოიტანა. მისი სამხედრო სამსახურში ყოფნის დროს მოხდა ჩერნობილის ცნობილი ტრაგედია. მონაწილეობდა იქ ჩატარებულ სამუშაოებში. 1992 წლის ნოემბრიდან მსახურობდა საქართველოს ეროვნული გვარდიის სატანკო მექანიზებულ დივიზიაში ოცეულის მეთაურის თანამდებობაზე. მონაწილეობას იღებდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში აფხაზეთის რეგიონში. უფროსი ლეიტენანტი, სადაზვერვო ოცეულის მეთაური გრიგოლ (გია) ყარსიმაშვილი დაიღუპა სოფელ ბესლახუბაში, ბრძოლის წინა ხაზზე ყოფნის დროს 1993 წლის 26 თებერვალს. საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1993 წლის 31 მაისის ბრძანებულებით დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.432-433

Awards and Honors

  • 1993 - ღირსების ორდენი

Share: