The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ყარამან ფაღავა

დაბადების თარიღი:28 დეკემბერი, 1890
გარდაცვ. თარიღი:1936  (45 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ნახუნაო, მარტვილის რაიონი.

დაამთავრა პეტერბურგის (რუსეთი) სამხედრო-სამედიცინო აკადემია 1914 წელს.

იმსახურა სამხედრო ექიმად. სპეციალობით პედიატრი იყო. მუშაობდა ექიმად სხვადასხვა ადგილას. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის სამეანო კლინიკის ორდინატორი 20-იან წლებში. დიდხანს მუშაობდა ჭიათურაში ქალაქის პედიატრად. როგორც საუკეთესო ჯამრთელობის დაცვის ორგანიზატორმა თავი გამოიჩინა, იმით რომ, ქ. ჭიათურაში ჩამოაყალიბა მანამდე არარსებული პედიატრიული სამსახური და ამით საფუძველი ჩაუყარა ბავშვთა კონსულტაცია-პოლიკლინიკასა და სტაციონარს. ექიმი-პედიატრი, ჯანდაცვის ორგანიზატორი.

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.901-902


გააზიარე: