The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი
Date of birth:18 March, 1952  (72 years)
Category:Diplomat, Public official, Politician, President

Biography

დაბადების ადგილი: ქ. პარიზი.

დაამთავრა პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტი 1972 წელს, 1973 წელს კოლუმბიის (ნიუ-იორკი) უნივერსიტეტი, ხოლო 1981 წელს — პარიზის სახელმწიფო მართვის ეროვნული სკოლა.

1974-1977წწ. იყო საფრანგეთის საელჩოს მესამე მდივანი რომში; 1977-1980წწ. - საფრანგეთის მუდმივმოქმედი მისიის მეორე მდივანი გაეროში; 1980-1984წწ. - საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ანალიზისა და პროგნოზის ცენტრის თანამშრომელი; 1984-1988წწ. - საფრანგეთის საელჩოს პირველი მდივანი ვაშინგტონში; 1988-1989წწ. - ვენაში ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის კონფერენციის პირველი მდივანი; 1989-1992წწ. - საფრანგეთის საელჩოს მეორე მრჩეველი ჩადის რესპუბლიკაში; 1992-1993წწ. - ევროატლანტიკურ საბჭოში საფრანგეთის მუდმივმოქმედი მისიის პირველი მდივანი(ბრიუსელი); 1993-1996წწ. - დასავლეთ ევროპის კავშირში საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე( ბრიუსელი); 1996-1998წწ. - საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კაბინეტის მრჩეველი; 1997-1998წწ. - საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ინსპექტორი; 1998-2001წწ. - საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიის საკითხთა, უშიშროების და განიარაღების სამმართველოს თანამშრომელი; 2001-2003წწ. -საფრანგეთის ეროვნული თავდაცვის გენერალური სამდივნოს საერთაშორისო და სტრატეგიულ საკითხთა ხელმძღვანელი; 2003-2004წწ. - საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში; 2004-2005წწ. - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი; 2006-2015წწ. საფრანგეთის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის პროფესორი, 2010-2015წწ. გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციების კომიტეტის ირანის ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი; 2016-2018წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საინიციატივო ჯგუფი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, №1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი (მთაწმინდა)2018 წლის 28 ნოემბერს არჩეულ იქნა საქართველოს მე-5 პრეზიდენტად. პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.ge; საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი: president.gov.ge

Member of Organizations

  • "სალომე ზურაბიშვილის საზოგადოებრივი მოძრაობა", ლიდერი (2005-)
  • პოლიტიკური გაერთიანება "საქართველოს გზა", თავმჯდომარე (2006-2010)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2018)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი, წევრი (2016-2018)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (2016-2018)

Awards and Honors

  • 2020 - იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო-მაცხოვრის საფლავის მცველის ორდენი
  • პოლონეთის ღირსების ორდენი
  • იტალიის ღირსების ორდენი
  • საფრანგეთის რესპუბლიკის ღირსების ეროვნული ორდენი
  • საფრანგეთის რესპუბლიკის საპატიო ლეგიონის ორდენი

Bibliography


Share: