The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გია გოკიელი

გია გოკიელი
დაბადების თარიღი:7 იანვარი, 1941
გარდაცვ. თარიღი:17 აგვისტო, 2022  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1964 წელს.

1968–1971წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის პრობლემური ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1972–1980წწ. ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის ასისტენტი; 1981–1988წწ. ქირურგიული კათედრის პროფესორი; 1989 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ქირურგიულ სნეულებათა კათედრის გამგე; 1990–1996წწ. ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; 1991 წლიდან  სამეცნიერო–პრაქტიკული ჟურნალის "ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის" დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი; 1968–1977წწ. მოსკოვში სკლიფასოვსკის სახელობის ინსტიტუტში, ენდოკრინოლოგიის ინსტიტუტსა და გულ–სისხლძარღვთა ინსტიტუტში ატარებდა სამეცნიერო–პრაქტიკულ მუშაობას. ავტორია 100–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს 4 მონოგრაფია და ერთი სახელმძღვანელო. არის ექიმი–ქირურგი, საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "რეზექციის ზონის ნატიფი სტრუქტურა კუჭის წყლულისა და კიბოს დროს", დაიცვა 1968 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "იზოლირებული, რეპლანტირებული და გადანერგილი გულის მოქმედების აღდგენა მიოკარდიუმის მწვავე იშემიის პირობებში", დაიცვა მოსკოვში 1977 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.76; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.357; m.facebook.com

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი, პრეზიდიუმის წევრი (1994-)
  • საქართველოს სამედიცინო სამეცნიერო საზოგადოებათა პრეზიდიუმი, თავმჯდომარის მოადგილე
  • სწავლულთა სადისერტაციო და სამედიცინო უნივერსიტეტის პედაგოგიური საბჭო, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
    მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ჯანდაცვის სისტემის რეორიენტაციის პროცესში აქტიური მონაწილეობისათვისა და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის
  • 1989 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1981 - გრიგოლ მუხაძის სახელობის მედალი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: