The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პანტელეიმონ გიორგაძე

პანტელეიმონ გიორგაძე
დაბადების თარიღი:17 აგვისტო, 1925
გარდაცვ. თარიღი:3 მარტი, 2009  (83 წლის ასაკში)
კატეგორია:პოლიტიკოსი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი გორმაღალი, სამტრედიის რაიონი.

დაამთავრა ალმა–ათის საკავალერიო სასაზღვრო სასწავლებელი 1948 წელს; სსრკ შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო აკადემია 1956 წელს; სსრკ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო აკადემია 1969 წელს.

1969-1973წწ. მუშაობდა ამიერკავკასიის სასაზღვრო ოლქის შტაბში, შემდეგ აღმოსავლეთ სასაზღვრო ჯარების უფროსის მოადგილედ; 1973-1976წწ. მუშაობდა მონღოლეთში; 1982-1985წწ. კუბაში; 1985-1987წწ. კვლავ მონღოლეთში; 1976-1979წწ. იყო შუა აზიის სასაზღვრო ჯარების სარდლის მოადგილე; 1991-1992წწ. საქართველოს სასაზღვრო ჯარების სარდალი; 1992-1993წწ. სამშვიდობო ძალების სარდალი საქართველოს მხრიდან შიდა ქართლში; 1992-1993წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საკომპესაციო სიით, მშრომელთა სოციალისტური პარტია; საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი (1993); II მსოფლიო ომის დროს იბრძოდა ჩრდილოეთ კავკასიის ფრონტზე; მიღებული აქვს სახელმწიფო და საბრძოლო ჯილდოები; საბჭოთა არმიის გენერალ–მაიორი (1971).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.15; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 124

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კომუნისტურ პარტიათა კავშირი, თავმჯდომარის მოადგილე
  • საბჭოთა ოფიცერთა კავშირი, თავმჯდომარის მოადგილე
  • საქართველოს ერთიანი კომპარტიის ცენტრალური კომიტეტი, პირველი მდივანი (1993-)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1993)
  • საქართველოს სახელმწიფო თავდაცვის საბჭო, მდივანი (1987-1990)

გააზიარე: