The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჰამლეტ გიორგაძე

ჰამლეტ გიორგაძე
დაბადების თარიღი:25 აპრილი, 1937
გარდაცვ. თარიღი:1 მარტი, 2005  (67 წლის ასაკში)
კატეგორია:ეკონომისტი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1960 წელს.

1965 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა საქართველოს სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტში; 1970-1976წწ. იყო მათემატიკური მეთოდებისა და გამოთვლითი ტექნიკის კათედრის გამგე; 1976-2005წწ. სოფლის მეურნეობის ეკონომიკური კათედრის გამგე; 1978-1980წწ. ამავე კათედრის პრორექტორი; ავტორია სახელმძღვანელოებისა და მონოგრაფიების; მისი სამეცნიერო შრომები ეხება სასოფლო სამეურნეო წარმოების ეკონომიკური ეფექტიანობის, სპეციალიზაციისა და კონცენტრაციის, აგრეთვე პოლიტიკისა და სასურსათო უსაფრთხოების საკითხებს; აგრარიკოს–ეკონომისტი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1981), პროფესორი (1984).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.15; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.248

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდა-განათლებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილის, ნაყოფიერი სამეცნიერო - პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: