The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვალერიან გოგოლაშვილი

ვალერიან გოგოლაშვილი
დაბადების თარიღი:20 თებერვალი, 1935
გარდაცვ. თარიღი:14 თებერვალი, 2015  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი, ჟურნალისტი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სიღნაღის რაიონი, სოფელი ანაგა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1959 წელს; მოსკოვის საფინანსო–ეკონომიური ინსტიტუტი 1978 წელს.

1960-1990წწ. მუშაობდა გაზეთ "სოფლის ცხოვრების" რედაქციაში; 1978-1990წწ. იყო გაზეთის პ/მგ მდივანი, რედაქტორის მოადგილე, მთავარი რედაქტორი; 1990 წელს საქართელოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი; 1970-1994წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე; არის ნარკვევების, რამდენიმე წიგნის, "პრესის თეორიისა და პრაქტიკის" სახელმძღვანელოს თანაავტორი; XX საუკუნის 70–80-იან წლებში თავი გამოიჩინა საქართველოს სოფლის მეურნეობის წარმოების, მართვისა და ეკონომიკის პრობლემებისადმი მიძღვნილი სტატიებითა და ნარკვევებით; მისმა ანალიტიკურმა და კრიტიკულმა საგაზეთო პუბლიკაციებმა სათავე დაუდო იმდროინდელ სიახლეს – ჟურნალისტურ გამოძიებას; პოლკოვნიკი (1993).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.67

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • 1980 - საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი
  • 1975 - სსრკ ჟურნალისტთა კავშირის პრემია, ნარკვევების ციკლისთვის "ნია გრუზინსკაიას ცხელი ზამთარი"
  • საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის პრემია, "ექსტრემალურ სიტუაციებში მამაცობისა და პროფესიონალიზმის გამოჩენისათვის"

გააზიარე: