The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლავრენტი გოლიაძე

სხვა სახელი:კოტე
დაბადების თარიღი:14 იანვარი, 1909
გარდაცვ. თარიღი:6 ივნისი, 1973  (64 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ოზურგეთის რაიონი, სოფელი მაკვანეთი.

დაამთავრა ბაქოს 26 კომისრის სახელობის ქვეითთა სკოლა 1931 წელს; კიევის საავიაციო სკოლა 1938 წელს; კ. ვოროშილოვის სახელობის უმაღლესი სამხედრო აკადემია 1951 წელს.

1961-1963წწ. იყო საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს უფროსი; 1963 წლიდან სსრკ სამოქალაქო ავიაცისის სამინისტროს ინფორმაციის განყოფილების უფროსი; 1938-1940წწ. მონაწილეობდა სსრკ–ფინეთის ომში; II მსოფლიო ომში; 1945 წელს იაპონიის კვანტურის არმიის განადგურებაში; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, ორდენები და მედლები; საბჭოთა არმიის ავიაციის გენერალ–მაიორი (1958).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.84


გააზიარე: