The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შოთა გოლიაძე

შოთა გოლიაძე
დაბადების თარიღი:1 სექტემბერი, 1925
გარდაცვ. თარიღი:19 აგვისტო, 2008  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, სოფლის მეურნეობის მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ცხემლისხიდი, ოზურგეთის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის სუბტროპიკული კულტურების ფაკულტეტი 1953 წელს.

1963-2006წწ. იყო ანასეულის ჩაის, სუბტროპიკული კულტურებისა და ჩაის მრეწველობის სამეცნიერო საწარმოო გაერთიანების სუბტროპიკული კულტურების სელექციისა და გენეტიკის განყოფილების გამგე; ეწეოდა სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას; იკვლევდა სუბტროპიკული კულტურების სელექციის თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს; მისი უშუალო ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით გამოყვანილია სუბტროპიკული კულტურების 24 ახალი პერსპექტიული ჯიში და ფორმა; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; II მსოფლიო ომის მონაწილე, აგრონომ–სუბტროპიკოსი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1993).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.85; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.301

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, წევრ–კოპესპონდენტი (1994-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    საქართველოს სუბტროპიკული კულტურების მოვლა-მოყვანასა და ჩაის მრეწველობაში მაღალეფექტიანი ტექნოლოგიების დამუშავება-დანერგვაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი სამეცნიერო-კვლევითი მოღვაწეობისათვის
  • 1979 - საქართველოს დამსახურებული აგრონომი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: