The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი მდივანი

გიორგი მდივანი
დაბადების თარიღი:26 სექტემბერი, 1905
გარდაცვ. თარიღი:10 ოქტომბერი, 1981  (76 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:დრამატურგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სასახლე (ქვედა საზანო), ზესტაფონის რაიონი.

სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე 1924-1926წწ..

პირველი აღიარება ახალგაზრდა დრამატურგს მოუტანა პიესა "ალკაზარმა", რომელიც რუსთაველის თეატრში დაიდგა 1936 წელს; 30-იანი წლებიდან მოყოლებული მისი პიესები სისტემატურად იდგმებოდა არა მარტო ქართულ სცენაზე, არამედ მთელ საბჭოთა კავშირში; განსაკუთრებული წარმატება ხვდა წილად: "ბატალიონი მიდის დასავლეთისაკენ", "პარტიზანები", "პეტრე ბაგრატიონი", "ტერეზას დაბადების დღე", "კონსული მოიტაცეს", "შენი ძია მიშა" და სხვა.; ომის წლებში იგი გაზეთ "პრავდის" სამხედრო კორესპოდენტია; ნანახი და განცდილი ნიჭიერმა ხელოვანმა შემდგომ ასახა კინოსცენარებში: "მოსკოვის ზეცა", "რიგითი ალექსანდრე მატროსოვი" და სხვა.; ის კინოში გამოჩნდა 1925 წელს; უკვე 1927 წელს დაწერა კინოსცენარი "ახალგაზრდობა იმარჯვებს"; ამას მოჰყვა მისი სცენარით გადაღებული ფილმები: "ფრთოსანი მღებავი", "დაკარგული სამოთხე", "ჩვენი ეზო", "ხევსურული ბალადა", "საბუდარელი ჭაბუკი" და სხვა.; სულ საქართველოში მისი სცენარით დაიდგა 21 ფილმი; აღსანიშნავია, რომ დრამატურგის ერთ-ერთ ფილმს "ჩემი ბებია", რომელიც გადაიღო რეჟისორმა კ. მიქაბერიძემ ოციანი წლების ბოლოს მთავრობის მიერ უნდობლობის გამო ყადაღა დაედო, მხოლოდ 70-იან წლებში გამოვიდა ფართო ეკრანებზე; მისი სცენარები დიდი პოპულარობით სარგებლობდა უცხოეთშიც; მაგალითად: "საბჭოთა კავშირი იტალიელების თვალით", "მზესუმზირა", "5 რგოლის ისტორია" (იტალია), "გენერლები და ვარსკვლავები" (უნგრეთი), "დიდი გზა" (ჩეხოსლოვაკია); 1984 წელს მისი სახელი მიენიჭა ქვედა საზანოს სოფლის სკოლას. სცენარისტი.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.262-263; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: