შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ თედორაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ლანჩხუთის რაიონის სოფ. ზემო აკეთი. დაამთავრა თბილისის სახ. უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიური ფაკულტეტი 1977 წელს. ინჟინერ-ეკონომისტი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების და აღრიცხვის სხვა ბლანკების მონიტორინგის სამმართველოს საგადასახადო ინსპექტორი. მუშაობდა საქართველოს სსრ მშენებლობის სამინისტროს საწარმოო გაერთიანება "თბილქალაქმშენი"-ს სისტემაში ეკონომისტის თანამდებობებზე, სატელევიზიო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის "უაილდ ვესთის მხედრების" (კომპანია "ქართული ტელეფილმი" 1997 წ.)– ერთერთი კონსულტანტი, 2006 წ. გამოცემული "სპორტის ენციკლოპედიის" ერთერთი შემდგენელი, აგრეთვე 2006 წ. შექმნილი საიტის "ქართული სპორტის ფოტოისტორიის" ერთერთი განმახორციებელი. ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |