The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი ავტორები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი მოიცავს საქართველოში მოღვაწე და უცხოეთში მცხოვრები ქართველი ავტორების ბიოგრაფიულ მონაცემებს.



ზურაბ თედორაძე

ზურაბ თედორაძე
დაბადების თარიღი:13 ივლისი, 1955  (59 წლის)

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ლანჩხუთის რაიონის სოფ. ზემო აკეთი.

დაამთავრა თბილისის სახ. უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიური ფაკულტეტი 1977 წელს.

ინჟინერ-ეკონომისტი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების და აღრიცხვის სხვა ბლანკების მონიტორინგის სამმართველოს საგადასახადო ინსპექტორი.

მუშაობდა საქართველოს სსრ მშენებლობის სამინისტროს საწარმოო გაერთიანება "თბილქალაქმშენი"-ს სისტემაში ეკონომისტის თანამდებობებზე,  სატელევიზიო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის "უაილდ ვესთის მხედრების" (კომპანია "ქართული ტელეფილმი" 1997 წ.)– ერთერთი კონსულტანტი, 2006 წ. გამოცემული "სპორტის ენციკლოპედიის" ერთერთი შემდგენელი, აგრეთვე 2006 წ. შექმნილი საიტის "ქართული სპორტის ფოტოისტორიის" ერთერთი განმახორციებელი.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: