Search
The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. Follow on Facebook
|
დათო ბარბაქაძე
Legal name: | დავით ბარბაქაძე |
Date of birth: | 7 February, 1966 (59 years) |
Category: | Translator, Writer, Educator |
Biography
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა N38 პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი, ამწყობი ზეინკლის სპეციალობით; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი 1991 წელს.
1990 წლიდან თბილისის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში კითხულობდა ფილოსოფიის შესავლის, ფილოსოფიის ისტორიის, რელიგიის ფილოსოფიის, ესთეტიკის, ლოგიკის აკადემიურ კურსებს. 1992-1994 წლებში სწავლობდა ასპირანტურაში (თსუ-ის სოციოლოგიის კათედრაზე), რომელიც ნებაყოფლობით მიატოვა. 1991 წელს დააარსა სალიტერატურო ვიდეო-ჟურნალი,"დათო ბარბაქაძის ჟურნალის" სახელწოდებით, რომელიც პერიოდულად პრეზენტირდებოდა თსუ-ში 1994 წლამდე (პრეზენტირდა ექვსი კომპლექსური და ამდენივე პერსონალური ნომერი). 1994 წელს დააარსა სალიტერატურო ჟურნალი "პოლილოგი" (გამოიცა ოთხი ნომერი). 1996 წელს დააარსა სალიტერატურო ჟურნალ-გაზეთი "±ლიტერატურა" (გამოიცა ოთხი ნომერი). 2001-2004 წლებში, როგორც თავისუფალი ლიტერატორი, ცხოვრობდა გერმანიასა და ავსტრიაში. 2005-2008 წლებში იყო სსიპ "ირმის ნახტომის" არასაგნობრივი პროექტების კოორდინატორი. 2014 წლიდან არის თბილისის აპ. ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მიწვეული პედაგოგი და უძღვება აკადემიურ კურსებს: "პოეზია და ფილოსოფია", "ხელოვნების ფილოსოფია და ხელოვნების სოციოლოგია გერმანიაში", "ევროპული რომანტიზმი", "ევროპული ლიტერატურული ავანგარდი" და სხვ. ქართულ ენაზე თარგმნის გერმანულენოვან პოეზიას. არის ევროპელ მწერალთა გაერთიანებისა და ავსტრიის პენ-კლუბის, ასევე რამდენიმე საერთაშორისო საზოგადოებისა და რედკოლეგიის წევრი. საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული აქვს არაერთი ლიტერატურული პრემია და სტიპენდია. მისი ორიგინალური და მთარგმნელობითი შემოქმედება თავმოყრილია 2014 წელს დასტამბულ მრავალტომეულში სახელწოდებით "შედეგები". ესეისტი.
წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.48-49
Awards and Honors
- 2023 - მარბურგის ლიტერატურული პრემია
Bibliography
- Fragmentarium VIII (Author). - თბილისი, მერწყული, 2015. - 62გვ.. - ISBN: 978-9941-0-7444-8
- ერთდროულობა = Gleichzeitigkeit : ლექსები (Translator). - თბილისი, მერწყული, 2015. - 44გვ.. - ISBN: 9789941073694
- ესკიზები XX საუკუნის გერმანულენოვან პოეზიაზე = Skizzen uber die deutschsprachige Poesie des XX. Jahrhunderts : ჰუგო ფონ ჰოფმანსთალი, რიხარდ ფონ შაუკალი, ანტონ ვილდგანსი, ალბერტ ერენშტაინი, ფელიქს ბრაუნი, ფრანც ვერფელი, ქრისტინე ბუსტა, ერნსტ მაისტერი (Author). - თბილისი, მერწყული, 2015. - 165გვ.. - ISBN: 9789941075278
- შედეგები (Author) // ტ. 6 : არსებითი თარგმანები : პოეზია. - თბილისი, მერწყული, 2014. - 630გვ.. - ISBN: 978-9941-0-7027-3
- შედეგები (Author) // ტ. 2 : მცირე პროზა. - თბილისი, მერწყული, 2014. - 350გვ.. - ISBN: 978-9941-0-7003-7
- შედეგები (Author) // ტ. 3 : თეორიული პროზა 1990-2010. - თბილისი, მერწყული, 2014. - 478გვ.. - ISBN: 978-9941-0-7004-4
- შედეგები (Author) // ტ. 5 : მიმოწერის ლიტერატურა. - თბილისი, მერწყული, 2014. - 194გვ.. - ISBN: 978-9941-0-7001-3
- შედეგები (Author) // ტ. 8 : გარემოებათა კარნახით თარგმნილი : პოეზია. - თბილისი, მერწყული, 2014. - 548გვ.. - ISBN: 978-9941-0-7114-0
- შედეგები (Author) // ტ. 9 : გარემოებათა კარნახით თარგმნილი : დრამატურგია. პროზა. თეორია. - თბილისი, მერწყული, 2014. - 378გვ.. - ISBN: 978-9941-0-7115-7
- შედეგები (Author) // ტ. 1 : პოეზია 1984-2013. - თბილისი, მერწყული, 2014. - 572გვ.. - ISBN: 978-9941-0-7002-0
- Fragmentarium I-VII (Author). - თბილისი, მერწყული, 2013. - 395გვ.. - ISBN: 978-9941-0-5306-1
- Fragmentarium V, VI, VII : ლექსები (Author). - თბილისი, მერწყული, 2013. - 88გვ.. - ISBN: 978-9941-0-5264-4
- ლექსები, 1984-2004 : კრებული (Author). - თბილისი, მერწყული, 2008. - 600გვ.. - ISBN: 978-9941-0-0347-9
- ევროპული და ამერიკული პოეზიის ნიმუშები (Author) // კრ. 3. - თბილისი, 2001. - 215გვ.. - ISBN: 99928-0-091-7
- არსებითი სვლები (Author). - თბილისი, მერწყული, 2001. - 24გვ.. - ISBN: 99928-0-125-5
- სიყვარულის ახსნა თუ ბუჩქნარიდან ხელაჩქარებით თვალთვალის მ(?)ტ(?)ფიზიკა : რეცენზია მაია გოგოლაძის რომანზე დაწერილ ბ-ნი ბადრი შარვაძის "რეცენზიაზე" (Author). - თბილისი, 2000. - 25გვ.
- აქილევსის მეორე ქუსლი : რომანი (Author). - თბილისი, მერწყული, 2000. - 259გვ.. - ISBN: 99928-0-042-9
- კითხვები და სოციალური გარემო : წერილები, რეცენზიები, საუბრები (Author). - თბილისი, მერწყული, 2000. - 156გვ.
- შეჯამების უარყოფა : 13 ლექსი, 3 ესსე და კიდევ ერთი ლექსი (Author). - თბილისი, მერწყული, 1999. - 112გვ.. - ISBN: 99928-0-013-5
- ულრიხ ცვინგლი : ცხოვრება და მოღვაწეობა (Author). - თბილისი, საქ.მეგობართა კავშირი, 1997. - 72გვ.
- მხურავი : ლექსები 1994-1995 (Author). - თბილისი, მერწყული, 1995. - 52გვ.. - ISBN: 99928-0-240-5
- საკითხის დასმა : ლექსები 1993-994 (Author). - თბილისი, მერწყული, 1994. - 60გვ.
- გამგზავრებამდე ერთი წუთით ან ერთი ცხოვრებით ადრე (Author). - თბილისი, მერწყული, 1994. - 56გვ.. - ISBN: 99928-0-239-1
- შემხვედრი წინააღმდეგობები : ოთხი ესსე და ერთი ინტერვიუ (Author). - თბილისი, 1994. - 56გვ.
- მუტაცია : რომანი (Author). - თბილისი, 1993. - 64გვ.
- ლოგიკის მონატრება : ლექსები 1991-1993 (Author). - თბილისი, მერწყული, 1993. - 80გვ.. - ISBN: 99928-0-264-2
- ევროპული და ამერიკული პოეზიის ნიმუშები (Author) // კრ. 2. - თბილისი, 1993. - 120გვ.
- ევროპული და ამერიკული პოეზიის ნიმუშები (Author) // კრ. 1. - თბილისი, 1992. - 118გვ.
- პოეზია და პოლიტიკა : ორი წერილი და ერთი ინტერვიუ (Author). - თბილისი, 1992. - 46გვ.
- მივუსამძიმროთ შემოდგომას : ლექსები 1984-1990 (Author). - თბილისი, ალტერნატ.ხელოვნების ცენტრი, 1991. - 136გვ.
- ჰორიზონტს მიღმა : პოემები, ლექსები, ნოველები (Co-Author). - თბილისი, მერანი, 1988. - 91გვ.
|