The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სერგო ვარდოსანიძე

სერგო ვარდოსანიძე
Date of birth:3 December, 1955  (69 years)
Category:Historian, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ზოვრეთი, ზესტაფონის რაიონი. 

დაამთავრა სულხან–საბა ორბელიანის სახ. თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1979 წელს; ასპირანტურის კურსი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურაში საქართველოს ისტორიის სპეციალობით 1989 წელს.

1979-1990 წლებში მუშაობდა თბილისის კ. დ. უშინსკის სახელობის N1 რესპუბლიკურ ექსპერიმენტულ სკოლაში ისტორიის მასწავლებლად, 1983-1985 წწ. თბილისის კ. დ. უშინსკის სახელობის #1 რესპუბლიკურ ექსპერიმენტულ სკოლაში დირექტორის მოადგილედ სასწავლო დარგში; 1988 წლიდან თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში საქართველოს ისტორიის ლექტორად, 1994 წლიდან თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში საქართველოს ისტორიის კათედრის გამგედ; 1990-1993 წწ. სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის დოცენტად, 1993-2003წწ.  ამავე უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის დეკანად და საქართველოს ისტორიის კათედრის პროფესორად; 2003-2004წწ. სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში პრორექტორად სამეცნიერო მუშაობის დარგში; 2005-2007წწ. კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სრულ პროფესორად;  2008 წლიდან საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორად; 2010-2018წწ. საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანად; 2010-2021 წწ. საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს თავმჯდომარედ და რექტორად. 2021 წლიდან მუშაობს თბილისის სასულიერო აკადემიაში საქართველოს ისტორიის კათედრის გამგედ, ქუთაისის აკ.წერეთლის სახ.სახელმწიფო უნივერსიტეტის, და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი (1988); ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (2002), თეოლოგის მეცნიერებათა დოქტორი (2013), პროფესორი (2004).

საზოგადოებრივი საქმიანობა: 1989-1990 წწ. ახალგაზრდა პედაგოგთა რესპუბლიკური საბჭოს თავმჯდომარე. მონაწილეობდა მრავალ რესპუბლიკურ და საერთაშორისო კონფერენციაში, სასულიერო აკადემიის შრომების, ჟურნალ "ჯვარი ვაზისას" რედკოლეგიის წევრი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალ "მაცნეს" რედკოლეგიის წევრი. 2 ჯერ გავიმარჯვე წლის საუკეთესო მასწავლებლის ნომინაციაში (1983,1985). არჩეულ იყო საქართველოს სსრ განათლების ყრილობის დელეგატად (1988), სსრ კავშირის განათლების ყრილობის დელეგატად (1989).  გამოქვეყნებული აქვს 30 წიგნი, 150 - მდე პუბლიკაცია, მათ შორის ბოლო ათი წლის მანძილზე საქართველოში 18, უცხოეთში 10. მონოგრაფიები, სახელმძღვანელოები. მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ კონფერენციასა და ღონისძიებებში. საჯარო ლექციები: ქუთაისის აკაკი წერეთლის სახ.სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისში, ტყიბულში, ზესტაფონში, საგარეჯოში, ვანში, ხაშურში. შეხვედრები და გაკვეთილები: თბილისის, თეთრიწყაროს საჯარო სკოლის მოსწავლეებთან. 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - გიორგი წერეთელი და XIX საქართველოს ისტორიოგრაფია", დაიცვა 1989 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 1917-1952წწ.", დაიცვა 2002 წელს; სადისერტაციო თემა - "განახლების და რეფორმების ჯგუფის საქმიანობა საქართველოს ეკლესიაში XX საუკუნის 20 -30 იან წლებში", დაიცვა 2013 წელს.

Awards and Honors

  • 2013 - წმინდა გიორგის ოქროს ორდენი (საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო)
    სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ბრძანებით
  • 1985 - სსრ კავშირის განათლების წარჩინებულის სამკერდე ნიშანი
  • 1983 - საქართველოს სსრ განათლების წარჩინებულის სამკერდე ნიშანი

Bibliography


Share: