The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუკის გვერდზე



როლანდ თოფჩიშვილი

როლანდ თოფჩიშვილი
დაბადების თარიღი:25 აპრილი, 1949  (68 წლის)
კატეგორია:ეთნოლოგი, ისტორიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი დიღომი, თბილისის საგარეუბნეო რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1972 წელს.

1993 წლიდან იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი და გვარების შემსწავლელი საპრობლემო ჯგუფის ხელმძღვანელი. ამავე ინსტიტუტში 2006 წლიდან ხელმძღვანელობს კავკასიის ეთნოლოგიის განყოფილებას; პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა თბილისის ი. ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტში; 2006 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ხელმძღვანელობს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთნოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტს; ეთნოლოგიაში არის 8 სახელმძღვანელოსა: "საქართველოს ეთნოლოგია"(2006, 2008), "კავკასიის ეთნოლოგია"(2007, 2012), "ევროპის ეთნოლოგია"(2009), "ამერიკის ეთნოლოგია(2009), "თეორიული ეთნოლოგია(2010), "ეთნოლოგიური მეცნიერების შესავალი"(2013), "ხალხთა მიგრაციები"(2015), "სახელების ეთნოლოგია და ისტორია"(2010) და 290 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი (აქედან 41 წიგნია). იკვლევს საქართველოსა და კავკასიის ეთნოლოგიის კარდინალურ პრობლემებს. მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროა: საქართველოს მოსახლეობის შიდა მიგრაციული პროცესები; საქართველოს მოსახლეობის ისტორიული დემოგრაფია: უცხო ეთნიკურ ერთეულთა საქართველოში დასახლებისა და ქართველებთან მათი ურთიერთობის პრობლემები; ოსთა საქართველოში მიგრაცია და ქართულ-ოსური კულტურულ-ისტორიული ურთიერთობის საკითხები; ქართული გვარსახელების ისტორიულ-ეთნოლოგიური ასპექტები; ქართველთა რელიგიურ-კონფესიური ჯგუფები; ქართველთა ეთნიკური ისტორია; ქართველთა ისტორიულ-ეთნოგრაფიული ჯგუფები; კავკასიის ეთნოლოგია; ეთნოსის თეორია; თეორიული ეთნოლოგია; თურქეთში მცხოვრებ ქართველთა ყოფა და კულტურა. მისი სამეცნიერო გამოკვლევები და სამეცნიერო დასკვნები საფუძვლად დაედო რელიგიურ-კონფესიური მიზეზით გვარშეცვლილ და ეროვნებადაკარგულ ქართველთა გვარსახელებისა და ეროვნებადაკარგულ ქართველთა გვარსახელებისა და ეროვნების აღდგენას. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი(1993), პროფესორი(2003).

სადისერტაციო თემა – "ეთნოისტორიული პროცესები საქართველოს მთიანეთში", დაიცვა 1993 წლის 27 აპრილს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • გელათის მეცნიერებათა აკადემია, წევრი (1998-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: