The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



როლანდ თოფჩიშვილი

როლანდ თოფჩიშვილი
Date of birth:25 April, 1949  (74 years)
Category:Ethnologist, Historian, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი დიღომი, თბილისის საგარეუბნეო რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1972 წელს.

1993 წლიდან იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი და გვარების შემსწავლელი საპრობლემო ჯგუფის ხელმძღვანელი. ამავე ინსტიტუტში 2006 წლიდან ხელმძღვანელობს კავკასიის ეთნოლოგიის განყოფილებას; პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა თბილისის ი. ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტში; 2006-2018წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ხელმძღვანელობდა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთნოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტს; არის 8 საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოს: "საქართველოს ეთნოლოგია" (2006, 2008), "კავკასიის ეთნოლოგია" (2007, 2012), "ევროპის ეთნოლოგია" (2009), "ამერიკის ეთნოლოგია (2009), "თეორიული ეთნოლოგია (2010), "ეთნოლოგიური მეცნიერების შესავალი" (2013), "ხალხთა მიგრაციები" (2015), "სახელების ეთნოლოგია და ისტორია" (2010) და 370 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი (აქედან 66 წიგნია); სასკოლო სახელმძღვანელოს (V-VI კლასი) "ჩვენი საქართველოს" ავტორი; მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ეთნოგრაფიულ ექსპედიციაში, მათ შორის თურქეთის რესპუბლიკაში; თანამშრომლობს ქართული ენციკლოპედიის რედაქციასთან - არის მრავალი საენციკლოპედიო სტატიის ავტორი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი; იკვლევს საქართველოსა და კავკასიის ეთნოლოგიის კარდინალურ პრობლემებს; მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროა: საქართველოს მოსახლეობის შიდა მიგრაციული პროცესები; საქართველოს მოსახლეობის ისტორიული დემოგრაფია: უცხო ეთნიკურ ერთეულთა საქართველოში დასახლებისა და ქართველებთან მათი ურთიერთობის პრობლემები; ოსთა საქართველოში მიგრაცია და ქართულ-ოსური კულტურულ-ისტორიული ურთიერთობის საკითხები; ქართული გვარსახელების ისტორიულ-ეთნოლოგიური ასპექტები; ქართველთა რელიგიურ-კონფესიური ჯგუფები; ქართველთა ეთნიკური ისტორია; ქართველთა ისტორიულ-ეთნოგრაფიული ჯგუფები; კავკასიის ეთნოლოგია; ეთნოსის თეორია; თეორიული ეთნოლოგია; თურქეთში მცხოვრებ ქართველთა ყოფა და კულტურა, ქართული ისტორიის ისტორია. მისი სამეცნიერო გამოკვლევები და სამეცნიერო დასკვნები საფუძვლად დაედო რელიგიურ-კონფესიური მიზეზით გვარშეცვლილ და ეროვნებადაკარგულ ქართველთა გვარსახელებისა და ეროვნებადაკარგულ ქართველთა გვარსახელებისა და ეროვნების აღდგენას; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სახელმწოფო კომიტეტთან არსებულ სწავლულ ექსპერტთა საბჭოს ისტორიის სექციის თავმჯდომარე (1998-2006); საქართველოს საბიუჯეტო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა სახელმწიფო საატესტაციო კომისიის წევრი; შოთა რუსთაველის ფონდის სტიპენდიანტი (2011); 2021 წელს მისი 9 მონოგრაფია განთავსდა აშშ კონგრესის ბიბლიოთეკაში; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1993), პროფესორი (2003).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საქართველოს მთის მოსახლეობის კულტურულ-ისტორიული ასპექტები", დაიცვა 1981 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა – "ეთნოისტორიული პროცესები საქართველოს მთიანეთში", დაიცვა 1993 წლის 27 აპრილს.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.4. -თბ.,2018. -გვ.103; matsne.gov.ge; ივანე ჯავახიშვილის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი: institutehist.ucoz.net

Member of Organizations

  • გელათის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1998-)
  • ივანე ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო, წევრი (1993-)

Awards and Honors

  • 2019 - პრემია "საგურამო", ჰუმანიტარული მეცნიერება
  • 1998 - გამომცემლობა "ლომისის" პრემია

Bibliography


Share: