The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლადო პაპავა

ლადო პაპავა
ოფიციალური სახელი:ვლადიმერ პაპავა
დაბადების თარიღი:25 მარტი, 1955  (64 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი 1977 წელს. სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალური ეკონომიკურ-მათემატიკური ინსტიტუტის ასპირანტურა 1982 წელს.

1977-1979 წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1994-2000 წწ. საქართველოს ეკონომიკის მინისტრი; 1996 წლიდან - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პ. გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის მეცნიერ-ხელმძღვანელი; 1991-1996 წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პ. გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორი; 1990-1996 წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; 1982-1991 წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის მთავარი, წამყვანი, უფროსი მეცნიერთანამშრომელი; 2000-2001 წწ. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე; 2001 წლიდან საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; 2003-2005 წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის მიკროეკონომიკური კათედრის გამგე; 2005 წლიდან ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის (აშშ) ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინსტიტუტის მიწვეული მკვლევარი; 2008 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი; 2013-2016წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი. არის 340 - ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

სადოქტორო დისერტაციის თემაა - "Продуктивность общественного производства и основы её межотраслевого анализа", დაიცვა 1989 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.190

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • Fellow of the International Biographical Association (Cambridge, UK)
  • The International Acadedemy of Sciences, Education, Industry and Arts (California, USA)
  • The International Atlantic Economic Society (IL, USA)
  • The International Informatization Academy (Moscow, Russia)
  • The International Input - Output Association (Klosterneuburg, Austria)
  • The New York Academy of Sciences (NY, USA)
  • The Royal Economic Society (Cambrige, UK)
  • The Society of the Advancement of Economic Theory (Illinois, USA)
  • The Western Economic Association International (CA, USA)
  • საფინანსო- საბიუჯეტო კომიტეტი, თავმჯდომარე (2004-)
  • საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემია, ვიცე-პრეზიდენტი
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპოდენტი (1997-)
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, აკადემიკოსი (2013-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2004 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
    ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგში შესრულებულ შრომათა ციკლისათვის - "მაკროეკონომიკური რეგულირების მეთოდები და მოდელები"
  • 1999 - Silver Medal "Outstanding People of the 20 Century". The International Biographical Association, Cambrige, UK
  • 1999 - Silver Medal and the Certificate of Inclusion "International Who's Who of Intellectuals". The International Biographical Association, Cambrige, UK - 1998
  • 1998 - Decree of Merit for Outstanding Contribution to Economics and Politics. The International Biographical Association, Cambrige, UK -
  • 1998 - Golden Scroll of Excellence. The International Biographical Association, Cambridge, UK
  • 1987 - საქართველოს განათლების სამინისტრო
    პრემია
  • Silver Medal and the Certificate of Inclusion in "2000 Outstanding Scholars of the 20 Century." The International Biographical Association, Cambrige, UK

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: