შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ავთანდილ არაბული![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჯუთა, ყაზბეგის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1976 წელს. 1980-1984წწ. - არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, ქართველურ ენათა განყოფილება, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1984-1988წწ. - ამავე ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის განყოფილება, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1984-1998 და 2006-2009წწ. - ლექსიკოლოგიის განყოფილების გამგე; 2000-2005წწ. - დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 2004-2005წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ახალი ქართული ენის კათედრის გამგე; 2006 წლიდან - არნ. ჩიქობავს სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე. 200-მდე სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის, 18 წიგნისა და 20-ზე მეტი სახელმძღვანელოს ავტორი. კვლევის სფეროები: ქართველური ენები, ქართული ენის ისტორია და სტრუქტურა, ლექსიკოლოგია, ეტიმოლოგია; სტილისტიკა და მეტყველების კულტურა. "ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის" მთავარი რედაქტორი, სხვადასხვა დონის სასწავლო პროგრამებისა და სახელმძღვანელოების ავტორი. ენათმეცნიერო, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1997), პროფესორი (1997). სადოქტორო დისერტაციის თემა - "სახელისა და ზმნის დერივაციის ურთიერთმიმართების საკითხები ქართველურ ენებში", დაიცვა 1997 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.448-449; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: science.org.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |