შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ელგუჯა ამაშუკელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თელავი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1955 წელს. 1955 წლიდან ეწეოდა შემოქმედებით საქმიანობას, ABI -ს და IBC -ს მიერ აღიარებულია 1998 წლის, 1999 წლის, 2000 წლის ადამიანად, მისი გვარი შეტანილია აშშ და Cambridge Biographical centre-ში 1997, 1998 წწ. მნიშვნელოვანი ნამუშევრებია: "ქართლის დედა" (1958), ვახტანგ გორგასლის ძეგლი (1959), დიდების მონუმენტი (1965), თბილისის მეტროპოლიტენის სადგური "რუსთაველის" პორტალის რელიეფი (1965), რელიეფები თბილისის შემოსასვლელებთან (1957-1958), ბარელიეფი "თბილისის 1500 წელი" (1958), ქანდაკება "რევოლუცია" (1966, ბრინჯაო), რ. ერისთავის (1974), ნ. ფიროსმანიშვილის (1975) ძეგლები. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 1.-თბ., 1975.-გვ.350; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.266 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |