ძიება
ეს უნიკალური ცნობარი მოიცავს საქართველოში მოღვაწე და უცხოეთში მცხოვრები ქართველი ავტორების ბიოგრაფიულ მონაცემებს.
|
ელგუჯა ამაშუკელი
| დაბადების თარიღი: | 22 ივნისი, 1928 |
| გარდაცვ. თარიღი: | მარტი, 2002 (73 წლის ასაკში) |
| დაკრძალვის ადგილი: | მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი |
| კატეგორია: | მოქანდაკე, მხატვარი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1955 წელს. იყო სსრკ-ს და საქართველოს სახალხო მხატვარი, აკადემიკოსი. საქართველოს დამსახურებული მხატვარი 1965წ. 1955 წ-დან ეწეოდა შემოქმედებით საქმიანობას, ABI -ს და IBC -ს მიერ აღიარებულია 1998 წლის, 1999 წლის, 2000 წლის ადამიანად, მისი გვარი შეტანილია აშშ და Cambridge Biographical centre-ში 1997, 1998 წწ. მნიშვნელოვანი ნამუშევრებია: "ქართლის დედა" (1958), ვახტანგ გორგასლის ძეგლი (1959), დიდების მონუმენტი (1965), თბილისის მეტროპოლიტენის სადგური "რუსთაველის" პორტალის რელიეფი (1965), რელიეფები თბილისის შემოსასვლელებთან (1957-1958), ბარელიეფი „თბილისის 1500 წელი“ (1958), ქანდაკება „რევოლუცია“ (1966, ბრინჯაო), რ. ერისთავის (1974), ნ. ფიროსმანიშვილის (1975) ძეგლები.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- საქართველოს მხატვართა კავშირი, თავმჯდომარე (1981-1996)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია
- თბილისის საპატიო მოქალაქე
- მემედ აბაშიძის სახელობის პრემია
- შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
- საქართველოს სახელმწიფო პრემია
- სსრკ სახელმწიფო პრემია
ბიბლიოგრაფია
|