Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჯაბა იოსელიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ხაშური. დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი 1973 წელს. 1973–1975წწ. მუშაობდა კინოსა და თეატრის ხელოვნების მუზეუმში დირექტორის მოადგილედ, 1975–1989წწ. თეატრალურ ინსტიტუტში ჯერ სწავლულ მდივნად შემდგომ თეატრისა და კინოს სექტორის უფროსის მოადგილედ სამეცნიერო დარგში; სამხედრო-პატრიოტული ორგანიზაცია "მხედრიონის" (მაშველთა კორპუსი) დამაარსებელი და ხელმძღვანელი; საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს ხელმძღვანელი; 1992 წელს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №2.9 ნაძალადევის საარჩევნო ოლქიდან; 1993–1994წწ. იყო ქართულ–აფხაზურ სამშვიდობო მოლაპარაკებების საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ჟენევაში. არის პიესების, რომანების ავტორი. გამოქვეყნებულია მისი ესეები და მონოგრაფიები, სამეცნიერო და ლიტერატურულ–კრიტიკული წერილები. მისი პიესები იდგმება ქართული თეატრების სცენებზე. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა – "სერგო ამაღლობელი", დაიცვა 1978 წელს, სადოქტორო – "კომიზმი და ქართული კომედიის ნიღბები", დაიცვა 1982 წელს. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: old.parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 185; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.60 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |