შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ თოფურია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კავკასიურ ენათა განყოფილება 1954 წელს. 1957 წლიდან ენათმეცნიერების ინსტიტუტის მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1960-1966წწ. ენათმეცნიერების ინსტიტუტის სწავლული მდივანი; 1966 წლიდან მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1973-1987წწ. ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 1998 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა განყოფილების გამგე; ქართველურ და მთის იბერიულ-კავკასიურ (დაღესტნური) ენათა მკვლევარი; მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ბრუნების მორფოლოგია დაღესტნურ ენებში", დაიცვა 1988 წელს. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 149; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.99; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.187 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |