შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოლეგ ნამიჩეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სამტრედია. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1965 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და მ. ვ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის და მათემატიკა-მექანიკის ფაკულტეტების ასპირანტურა. 1968–1970წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის ასისტენტი; მიკროპროცესორული სისტემების კათედრის გამგე; 1970–1988წწ. დოცენტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის დოცენტი; 1989–1996წწ. რადიოტექნიკის კათედრის გამგე; 1997–2006წწ. მიკროპროცესორებისა და მიკროპროცესორული სისტემების კათედრის გამგე; 2006-2007წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მოწვეული პროფესორი; 2007–2008წწ. საქართველოს უნივერსიტეტის ინფორმატიკის სკოლის მოწვეული პროფესორი; 2002–2009წწ. ინფორმატიკის ფრანგულ-ქართული სკოლა (Filière francophone en Informatique, დაარსებულია l’Université Paris-8, l’Université Versailles, AUF, INALCO ორგანიზაციათა ინიციატივით), მოწვეული პროფესორი; 2009–2013წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტის სრული პროფესორი; 2010–2016წწ. 5 სამეცნიერო საგრანტო პროექტის ხელმძღვანელი; წლების მანძილზე ეწევა სამეცნიერო მოღვაწეობას. მისი ნაშრომები ეძღვნება ციფრული გამოთვლითი და ტელეკომუნიკაციური სისტემების თეორიის საიმედობის ასპექტებსა და კომპიუტერული პროექტირების ელექტრონულ სქემებს, იმიტაციურ მოდელირებას და უარყოფების სტატისტიკურ ანალიზს. სტაჟირება გაიარა მოსკოვის უნივერსიტეტის ალბათობის თეორიის კათედრასა და საფრანგეთის ტელეკომუნიკაციის ნაციონალურ კვლევით ცენტრში; ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ვებგვერდი: gtu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |