The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ოლეგ ნამიჩეიშვილი

ოლეგ ნამიჩეიშვილი
Date of birth:2 January, 1942  (82 years)
Category:Scientist, Physicist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1965 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და მ. ვ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის და მათემატიკა-მექანიკის ფაკულტეტების ასპირანტურა.

1968–1970წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის ასისტენტი; მიკროპროცესორული სისტემების კათედრის გამგე; 1970–1988წწ. დოცენტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის დოცენტი; 1989–1996წწ. რადიო­ტექ­ნიკის კათედრის გამგე; 1997–2006წწ. მიკრო­პრო­ცესორებისა და მიკროპროცე­სორული სისტემების კათედრის გამგე; 2006-2007წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სის­ტემების ფაკულტეტის მოწვეული პრო­ფე­სორი; 2007–2008წწ. საქართველოს უნივერსიტეტის ინფორმატიკის სკოლის მოწვეული პრო­ფე­სორი2002–2009წწ. ინფორმატიკის ფრანგულ-ქარ­თუ­ლი სკოლა (Filière franco­phone en Informatique, დაარსე­ბულია  l’Université Paris-8, l’Uni­ver­­sité Ver­sailles,  AUF,  INALCO ორგანი­ზაციათა ინიციატივით), მოწვეული პროფესორი; 2009–2013წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კომპიუ­ტერული ინჟინერიის დეპარტა­მენ­ტის სრული პროფესორი; 2010–2016წწ. 5 სამეცნიერო საგრანტო პროექტის ხელმძღვანელი; წლების მანძილზე ეწევა სამეცნიერო მოღვაწეობას. მისი ნაშრომები ეძღვნება ციფრული გამოთვლითი და ტელეკომუნიკაციური სისტემების თეორიის საიმედობის ასპექტებსა და კომპიუტერული პროექტირების ელექტრონულ სქემებს, იმიტაციურ მოდელირებას და უარყოფების სტატისტიკურ ანალიზს. სტაჟირება გაიარა მოსკოვის უნივერსიტეტის ალბათობის თეორიის კათედრასა და საფრანგეთის ტელეკომუნიკაციის ნაციონალურ კვლევით ცენტრში; ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ვებგვერდი: gtu.ge

Member of Organizations

  • ამერიკის ელექტრონული ტექნიკისა და ელექტრონიკის ინჟინერთა ინსტიტუტი (IEEE), ნამდვილი წევრი
  • საქართველოს ეროვნული სათათბირო, წევრი
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო, წევრი

Bibliography


Share: