შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ კაკაბაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ინჟინერ-გეოლოგის სპეციალობით 1962 წელს. 1966-1972წწ. ალ. ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1973-1985წწ. ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1985-1988წწ. მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი; 1989-1995 ალ. ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში; 2004 წლიდან ამავე ინსტიტუტის პალეონტოლოგიისა და სტრატიგრაფიის განყოფილების გამგე; სამეცნიერო კვლევის სფეროა: თავფეხიანი მოლუსკური ფაუნა (სისტემატიკა, ფილოგენეზი, პალეოეკოლოგია, ბიოგეოგრაფია, სტრატიგრაფიული მნიშვნელობა); ტეთისისა და ბორიული რეგიონების ცარცული ნალექების სტრატიგრაფიული კორელაცია; ცარცული პერიოდის პალეოგეოგრაფია და პალეობიოგეოგრაფია. არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა და სტატიის ავტორი; გეოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კოლხიდიტები და მათი სტრატიგრაფიული მნიშვნელობა“, დაიცვა 1968 წელს.
სადოქტორო დისერტაციის - "სსრკ-ს სამხრული ზოლის ადრეცარცული ჰეტერომორფული ამონიტები (ანცილოცერატიდები და ჰეტეროცერატიდები) და მათი სტრატიგრაფიული მნიშვნელობა”, დაიცვა 1983 წელს.
წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ-გვერდი: tsu.ge; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვებ-გვერდი: science.org.ge
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |