The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი ავტორები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი მოიცავს საქართველოში მოღვაწე და უცხოეთში მცხოვრები ქართველი ავტორების ბიოგრაფიულ მონაცემებს.



მიხეილ კაკაბაძე

დაბადების თარიღი:2 აპრილი, 1939  (74 წლის)
კატეგორია:გეოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1962 წელს.

ალ. ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ -თანამშრომელი. 

სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიის ინსტიტუტში ლაბორანტად, უმცროს მეცნიერ-თანამშრომელად, უფროს მეცნიერ-თანამშრომელად, განყოფილების გამგედ, ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ. ამჟამად მუშაობს ტეთისის რეგიონების (კავკასიის, ყირიმის, კოლუბბიის) ქვედა ცარცული პალეონტოლოგიის, პალეობიოგეოგრაფიისა და სტრატიგრაფიის საკითხებზე, არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა და სტატიის ავტორი.

გეოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • გეოლოგიურ მეცნიერებათა საერთაშორისო სტრატიგრაფიული ცარცული კომისიის ბიურო, წევრი
  • რუსეთის პალეონტოლოგიური საზოგადოებისა და საუწყებათა შორისო სტრატიგრაფიული კომიტეტის ცარცული კომისიის ბიურო, წევრი
  • საქართველოს საბუნებისმეტყველო აკადემია, აკადემიკოსი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: