The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ ყორანაშვილი

გურამ ყორანაშვილი
სხვა სახელი:გიორგი გვარამაძე  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:22 თებერვალი, 1940  (84 წლის)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, პოლიტიკოსი, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი.

1957-1962წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე; დაამთავრა ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1965 წელს.

1965-1967წწ. მუშაობდა "საბჭოთა საისტორიო ენციკლოპედიის" რედაქციაში; 1967 წელს - საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში (მოსკოვი); 1968 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში - უმცროს, უფროს, წამყვან მეცნიერ-თანამშრომლად. წლების მანძილზე ასწავლიდა ფილოსოფიას თბილისის სახლმწიფო უნივერსიტეტსა და პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში. 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ილია ჭავჭავაძის საზოგადოება", საარჩევნო ფორმაპარტიული სიითეწევა სამეცნიერო, პუბლიცისტურ და პოლიტიკურ მოღვაწეობას. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1979), პროფესორი (1989).

სადოქტორო დისერტაციის თემა - "წინაკაპიტალისტური ფორმაციის პრობლემა", დაიცვა 1979 წელს.

წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.173-174; საქართველოს პარლამენტი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 349

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის აგრარული კომისია, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომისია, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის საქართველოს ეროვნული ბანკის კრედიტების გაცემის მიზანშეწონილობის შემსწავლელი პარლამენტის საგამომძიებლო კომისია, წევრი (1993-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, წევრი (1993-1995)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: