The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გერონტი გასვიანი

გერონტი გასვიანი
დაბადების თარიღი:15 აგვისტო, 1929
გარდაცვ. თარიღი:31 ოქტომბერი, 2012  (83 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხალდე, მესტიის რაიონი.

დაამთავრა სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1953 წელს.

მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურის განყოფილების გამგედ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის წამყვან მეცნიერ მუშაკად, ამავე ინსტიტუტის კავკასიის ხალხთა ისტორიის განყოფილების გამგედ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის კავკასიისა და ევროპის ხალხებთან საქართველოს ურთიერთობის სექტორის უფროსი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1989).

სადისერტაციო თემა – "დასავლეთ საქართველოს მთიანეთის ისტორიის საკითხები XI-XIXსს.", დაიცვა 1975 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საისტორიო საზოგადოება, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    ქართული მეცნიერების განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისთვის, ნაყოფიერი პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: