The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი ავტორები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი მოიცავს საქართველოში მოღვაწე და უცხოეთში მცხოვრები ქართველი ავტორების ბიოგრაფიულ მონაცემებს.



დავით ლოსაბერიძე

დაბადების თარიღი:11 აპრილი, 1965  (49 წლის)
კატეგორია:ისტორიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1987 წელს.

ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ეთნოგენეზის  ჯგუფის მეცნიერ თანამშრომელი.

1986–1987წწ. მუშაობდა არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დმანისის არქეოლოგიური ექსპედიციის მეცნიერ მუშაკად, 1987–1989წწ. ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ანთროპოლოგიის განყოფილების მეცნიერ მუშაკად, 1987–1993წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის ლექტორად, 1993–1995წწ. ევროპული მენეჯმენტის სკოლის ლექტორად, 1993–1995წწ. მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიის ინსტიტუტის მეცნიერ მუშაკად, 1996 წლიდან არის ამავე ინსტიტუტის გამგეობის წევრი, ხოლო 1997 წლიდან სამოქალაქო განათლების განყოფილების ხელმძღვანელი, 1995 წლიდან საერთაშორისო საზოგადოება "სამართლიანი არჩევნების" რეგიონულ კოორდინატორად, 1995–1996წწ. ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" იურიდიული კომისიის წევრი, 1995–1997წწ. მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის სახელმწიფო სტრუქტურების კვლევის ჯგუფის ხელმძღვანელად, 1996 წელს ეუთოს საწვრთნელი პროგრამის არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის სომხეთსა და აზერბაიჯანში ლექტორად, 1996–1998წწ. ნატოს კვლევითი პროგრამის მეცნიერ მუშაკად, 1997–1998წწ. ფონდი ღია საზოგადოება–საქართველოს იურიდიული და თვითმმართველობის კომისიათა თავმჯდომარედ, 1997 წლიდადან სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის გამგეობის წევრი, 1998 წლიდან ამავე ცენტრის პროგრამის –პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო კომისიებისათვის, ლექტორად. 1998–1999წწ. ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს გამგების წევრად.

ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი, სადისერტაციო თემა– ''საქართველოს უძველესი მოსახლეობის ეთნიკური ვინაობის პრობლემა", დაიცვა 1992 წელს.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: