The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იზა ორჯონიკიძე

იზა ორჯონიკიძე
ოფიციალური სახელი:იზოლდა ორჯონიკიძე
დაბადების თარიღი:21 ნოემბერი, 1938
გარდაცვ. თარიღი:9 თებერვალი, 2010  (71 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:პოეტი, პოლიტიკოსი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე; დაამთავრა მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი რუსული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით 1965 წელს.

წლების მანძილზე მუშაობდა გამომცემლობებში: "ნაკადული, "საქართველო", "მერანი"; 1989-1990წწ. და 1991-2010წწ. საქართველოს გ. ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი; 1992 წელს საქართველოს სახელმწიფო საბჭოს წევრი; 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი  №1.3 საბურთალოს ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქიდან. გამოცემული აქვს მრავალი კრებული ლექსებისა, თარგმნიდა ახალბერძნულიდან და რუსულიდან. ნათარგმნი აქვს ანა ახმატოვას ლექსები.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: old.parliament.geartinfo.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 282; პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.68; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.309

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2009 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 2007 - პრემია "საგურამო"
  • 1999 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1998 - ღირსების ორდენი
    თანამედროვე ქართულ მწერლობაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და ნაყოფიერი საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია
  • ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: