შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე ონიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი სასა, ლენტეხის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1949 წელს. 1949-1951წწ. ჟახუნდრის საშუალო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია; 1951-1954წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოგადი ენათმეცნიერების კათედრის ასპირანტია; 1956 წლიდან მუშაობას იწყებს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა; სამოციანი წლებიდან მოყოლებული იგი მოგვაწეობდა აგრეთვე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი ქართული ენისა და სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის ქართული ენის კათედრაზე; ამ უკანასკნელს ხელმძღვანელობდა, როგორც კათედრის გამგე, 1996-2003 წლებში; მიჰყავდა სალექციო კურსები: თანამედროვე ქართული ენა, ქართველოლოგიის შესავალი, სვანური ენა, ენათმეცნიერების შესავალი, ზოგადი ენათმეცნიერება და სხვა; სიცოცხლის ბოლომდე, როგორც საპატიო პროფესორი, კითხულობდა ლექციებს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში; ქართველოლოგიური მეცნიერება გაამდიდრა მრავალი საინტერესო მონოგრაფიით, რომელთა შორის აღსანიშნავია: "ქართული იდიომები" (1966), "ქართველურ ენათა ისტორიული მორფოლოგიის საკითხები" (1978), "ქართველურ ენათა შედარებითი გრამატიკის საკითხები" (1989), "სვანური ენა" (1998), რომელიც გერმანულ ენაზე თარგმნა გერმანელმა ქართველოლოგმა ჰაინც ფენრიხმმა და იენაში გამოსცა ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტმა 2005 წელს), "თანამედროვე სალიტერატურო ენა" (2003) და სხვა. ქართველოლოგი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი (1956), ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1973). სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქართველურ ენათა დიაქრონიული მორფოლოგიის საკითხები", დაიცვა 1973 წელს. წყარო: იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება XXXVII / თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი.-თბ.,2009.-გვ.342 (ice.ge); წიგნი ღირსებისა: ტ. 5./ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.36 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |