The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრე ონიანი

ალექსანდრე ონიანი
Date of birth:1926  (98 years)
Category:Linguist, Scientist, Educator, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი სასა, ლენტეხის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1949 წელს.

1949-1951წწ. ჟახუნდრის საშუალო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია; 1951-1954წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოგადი ენათმეცნიერების კათედრის ასპირანტია; 1956 წლიდან მუშაობას იწყებს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა; სამოციანი წლებიდან მოყოლებული იგი მოგვაწეობდა აგრეთვე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი ქართული ენისა და სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის ქართული ენის კათედრაზე; ამ უკანასკნელს ხელმძღვანელობდა, როგორც კათედრის გამგე, 1996-2003 წლებში; მიჰყავდა სალექციო კურსები: თანამედროვე ქართული ენა, ქართველოლოგიის შესავალი, სვანური ენა, ენათმეცნიერების შესავალი, ზოგადი ენათმეცნიერება და სხვა; სიცოცხლის ბოლომდე, როგორც საპატიო პროფესორი, კითხულობდა ლექციებს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში; ქართველოლოგიური მეცნიერება გაამდიდრა მრავალი საინტერესო მონოგრაფიით, რომელთა შორის აღსანიშნავია: "ქართული იდიომები" (1966), "ქართველურ ენათა ისტორიული მორფოლოგიის საკითხები" (1978), "ქართველურ ენათა შედარებითი გრამატიკის საკითხები" (1989), "სვანური ენა" (1998), რომელიც გერმანულ ენაზე თარგმნა გერმანელმა ქართველოლოგმა ჰაინც ფენრიხმმა და იენაში გამოსცა ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტმა 2005 წელს), "თანამედროვე სალიტერატურო ენა" (2003) და სხვა. ქართველოლოგი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი (1956), ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1973).

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქართველურ ენათა დიაქრონიული მორფოლოგიის საკითხები", დაიცვა 1973 წელს.

წყარო: იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება XXXVII / თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი.-თბ.,2009.-გვ.342 (ice.ge); წიგნი ღირსებისა: ტ. 5./ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.36

Member of Organizations

  • აფხაზეთის რეგიონალრი აკადემია, აკადემიკოსი

Awards and Honors

  • 2001 - აკაკი შანიძის სახელობის პრემია
    სვანური ენა : ფონოლოგიისა და მორფოლოგიის საკითხები / ალექსანდრე ონიანი. - თბილისი, 1998. - 284გვ.
  • 2000 - ღირსების ორდენი

Bibliography


Share: