| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება ეს უნიკალური ცნობარი მოიცავს საქართველოში მოღვაწე და უცხოეთში მცხოვრები ქართველი ავტორების ბიოგრაფიულ მონაცემებს. |
ნანა (მაყვალა) ცარციძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი 1967 წელს. 1967-1970წწ. სწავლობდა დ. უზნაძის სახ. ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურაში, 1970-1983წწ. მუშაობდა განათლების სამინისტროს სისტემაში; ი. გოგებაშვილის სახ. პედაგოგიურ მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტის კათედრაზე; 1992 წ-დან კითხულობდა ლექციებს სულხან საბა ორბელიანის სახ. პედაგოგიურ უნივერსიტეტში. ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. სადისერტაციო თემა–"სკოლამდელი და უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვთა სასწავლო უნარ-ჩვევათა დიაგნოსტიკური მეთოდიკა და საკორექციო მუშაობის გზები", დაიცვა 1998 წელს. ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

