| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება ეს უნიკალური ცნობარი მოიცავს საქართველოში მოღვაწე და უცხოეთში მცხოვრები ქართველი ავტორების ბიოგრაფიულ მონაცემებს. |
ეთერ ხუფაცარია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი. დაამთავრა ა. ს. პუშკინის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი 1957 წელს. 1961-1997წწ. მუშაობდა თბილისის ყრუ ბავშვთა სკოლა-ინტერნატში, 1971-1978წწ. საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს სკოლა-ინტერნატების სამმართველოს მეთოდური კაბინეტის მეთოდისტად სურდოპედაგოკის განხრით, 1978 წლიდან დღემდე მუშაობს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიურ მეცნიერებათა ეროვნულ ინსტიტუტში წამყვან მეცნიერ მუშაკად, 1993 წლიდან კითხულობს ლექციებს სურდოპედაგოგიკაში სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტსა და 1996 წლიდან დავით გურამიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უმაღლეს პედაგოგიურ კოლეჯში. არის 42 სამეცნიერო შრომის ავტორი. დანერგილი აქვს სმენადარღვეულ ბავშვთა სკოლა-ინტერნატებში წარმოთქმის სწავლების ახალი მეთოდები. პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, დისერტაცია დაიცვა 1983 წელს. ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

