შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსი ჭინჭარაული![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი შატილი, დუშეთის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კავკასიური ენების განყოფილება 1955 წელს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ასპირანტურა 1958 წელს. 1958 წელს მუშაობა დაიწყო არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის განყოფილებაში. მონაწილეობდა "ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის" და შემდეგ ამ ლექსიკონის ერთტომეულის შედგენის სამუშაოებში. აქვს ენათმეცნიერული შრომები "ვეფხისტყაოსნის" ტექსტისა და ენის, ვაჟა–ფშაველას თხზულებათა ტექსტისა და ენის, ქართული ენის დიალექტებისა და სხვთა შესახებ. გამოქვეყნებული აქვს გამოკვლევები "ვეფხისტყაოსნის" ავტორის სადაურობის საკითხისათვის. ლექსიკოლოგიის განყოფილებაში მუშაობისას შეადგინა "ხევსურული ლექსიკონი" (დაახლოებით 25 000 სიტყვა-სტატია) და "ფშაური ლექსიკონი" (დაახლ. 15 000 სიტყვა-სტატია). ქართული პოეტური ფოლკლორის შენაძენად იქცა ალექსი ჭინჭარაულის მიერ გამოთქმული კაფიები და სახალისო ლექსები. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. სადისერტაციო თემა- "მხატვრული ტექსტის ენობრივი ანალიზის საკითხები ("ვეფხისტყაოსნისა" და ვაჟა-ფშაველას თხზულებათა მიხედვით)", დაიცვა 1992 წელს. წყარო: პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.72; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.245; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.386 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |