| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება ეს უნიკალური ცნობარი მოიცავს საქართველოში მოღვაწე და უცხოეთში მცხოვრები ქართველი ავტორების ბიოგრაფიულ მონაცემებს. |
ალექსი ჭინჭარაული (პროფესორი)![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დუშეთის რ-ნი, სოფ. შატილი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კავკასიური ენების განყოფილება 1955 წელს. 1958 წელს დაამთავრა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ასპირანტურა და მუშაობა დაიწყო ლექსიკოლოგიის განყოფილებაში. მონაწილეობდა "ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის" და შემდეგ ამ ლექსიკონის ერთტომეულის შედგენის სამუშაოებში. აქვს ენათმეცნიერული შრომები "ვეფხისტყაოსნის" ტექსტისა და ენის, ვაჟა–ფშაველას თხზულებათა ტექსტისა და ენის, ქართული ენის დიალექტებისა და სხვთა შესახებ. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სადისერტაციო თემა- "მხატვრული ტექსტის ენობრივი ანალიზის საკითხები ("ვეფხისტყაოსნისა" და ვაჟა-ფშაველას თხზულებათა მიხედვით)", დაიცვა 1992 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

