The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვასილ ცომაია

ვასილ ცომაია
Date of birth:1 October, 1919
Date of death:1 February, 2018  (at 98 years)
Category:Geographer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი პატარა კვათანა, აბაშის რაიონი. 

1938 წლიდან სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე ჰიდროლოგიის სპეციალობაზე, საიდანაც 1941 წელს გაიწვიეს წითელი არმიის რიგებში; 1942 წელს დაამთავრა ბაქოს საზენიტო-საარტილერიო სასწავლებელი. ომის პერიოდში მსახურობდა კრასნოვოდსკის, ასტრახანის და გომელის სამხედრო ნაწილებში; 1945 წელს დემობილიზებულ იქნა და სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც დაამთავრა 1948 წელს. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო თბილისის გეოფიზიკური ობსერვატორიის ჰიდროლოგიურ განყოფილებაში ჯერ ტექნიკოსად, შემდეგ განყოფილების უფროსად; 1953 წლიდან მუშაობდა ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტში: უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ჰიდროპროგნოზების და გლაციოლოგიის სექტორის, ჰიდროლოგიური განყოფილების უფროსი, ლაბორატორიისა და სექტორის გამგე. შეთავსებით სხვადასხვა წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე; სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე დოცენტად და პროფესორად. გამოქვეყნებული აქვს 165 ნაშრომი. არის 6 კრებულის და 1 მონოგრაფიის რედაქტორი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. მიღებული აქვს სსრკ გეოგრაფიული საზოგადოების საპატიო დიპლომი (1984), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო პრემია ნაშრომისათვის "კოლხეთის დაბლობი: ბუნებრივი პირობები და სოციალურ–ეკონომიკური ასპექტი" (1993). საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიური ინსტიტუტის წყლის რესურსებისა და ჰიდროლო­გიური პროგნოზების განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანა­მშრომელი,გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (2002).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თოვლის დაგროვება საქართველოს მდინარეების წყალშემკრებ აუზებში და მისი რეჟიმების პარამეტრების განსაზღვრა", დაიცვა 1956 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "მთიან რეგიონებში თოვლდაგროვების კანონზომიერებათა გლაციოლოგიური და ჰიდროლოგიური საფუძვლები (საქართველოს მაგალითზე)", დაიცვა 1996 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.286-287; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.214

Member of Organizations

  • საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება, ერთ-ერთი დამფუძნებელი და სამეცნიერო საბჭოს წევრი
  • საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (2000-)
  • ფაზისის საერო აკადემია, აკადემიკოსი (2002-)

Awards and Honors

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • 2000 - ღირსების მედალი

Bibliography


Share: