The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მამია ყოლბაია

მამია ყოლბაია
დაბადების თარიღი:1923
გარდაცვ. თარიღი:2011  (88 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფსიქოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჭუბურხინჯი, გალის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი ფსიქოლოგიის სპეციალობით 1950 წელს.

1954 წ. მუშაობდა გორის ნ. ბარათაშვილის სახ. პედ. ინსტიტუტის უფროს მასწავლებლად, 1960 წ. საქ. მეც-თა აკადემიის დ. უზნაძის სახ. ფსიქოლოგიის ინსტიტუტის უფროს მეც. თანამშრომელად, 1974 წელს მასწავლებელთა დახელოვნების რესპუბლიკური ინსტიტუტის ფსიქოლოგიის კათედრის გამგედ, 1976 წელს ი. ჭავჭავაძის სახ. უცხო ენათა პედ. ინსტიტუტის პედაგოგიური ფსიქოლოგიის კათედრის გამგედ, 1985 წ-დან სულხან - საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის კორექციული პედაგოგიკის კათედრის გამგედ. ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

სადისერტაციო თემა – "ოლიგოფრენ ბავშვთა ინტელექტუალური განვითარების თავისებურებანი", დაიცვა 1970 წელს.

წყარო: ბიბლიოვიკი: nplg.gov.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - ღირსების ორდენი
  • იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: