შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იგორ ბოგომოლოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი (რუსული ენისა და ლიტერატურის განყოფილება) 1954 წელს. 1956-1994 წწ. ეწეოდა სამეცნიერო საქმიანობას: 1956-1959 წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შ. რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტი; 1959–1962 წწ. ამავე ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი, 1962-1977 წწ. უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, 1977-1994 წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხალხთა მეგობრობის (ამჟამად პოლიტოლოგიის ინსტიტუტი) ლიტერატურული ურთიერთობის განყოფილების გამგე; 1994-2003 წწ. თსუ-ს რუსული ლიტერატურის ისტორიის კათედრის გამგე. სახელმწიფო საჭოს წევრი (1992); 1992-1995 წწ. საქართველოს პარლამენტის წამყვანი სპეციალისტი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით, კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის საკოორდინაციო ჯგუფის წევრი. ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. მიღებული აქვს რუსეთის ა. ს. პუშკინის საიუბილეო მედალი და იუნესკოს დიპლომანტის წოდება. სადისერტაციო თემა – "ქართულ-რუსული ლიტერატურული ურთიერთობის ისტორიიდან (XIX საუკუნის პირველი ნახევარი )", დაიცვა 1969 წელს. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 96; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.62 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |