შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო გომართელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1975 წელს. ასპირანტურა მსოფლიო ისტორიის სპეციალობით 1978 წელს. 1978-2006წწ. თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინივერსიტეტი ისტორიის ფაკულტეტი, დოცენტი, პროფესორი; 2004-2019წწ. ანდრეა პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი, ისტორიისა და სამართლის ფაკულტეტი, პროფესორი; 2006-2009წწ. ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი, განათლებისა და მეცნიერების ფაკულტეტი, პროფესორი; 2009 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საინჟინრო ეკონომიკის მედია ტექნოლოგიების და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ისტორიის აკადემიური დოქტორი (2006), პროფესორი (2004). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |