The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯემალ კიკნაძე

ჯემალ კიკნაძე
დაბადების თარიღი:1939  (85 წლის)
კატეგორია:პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ხარაგაულის რ-ნი.

დაამთავრა თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტი 1963 წელს.

1963-1979წწ. მუშაობდა თბილისის 47-ე საშუალო სკოლის ფიზიკისა და მათემატიკის მასწავლებლად, 1963-1964წწ. მოსკოვის სუვოროვის სახელობის სამხედრო სასწავლების აღმზრდელი ოფიცრის თანაშემწედ, 1967-1970წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკის ინსტიტუტის გრავიმეტრიის ლაბორატორიის უმცროს მეცნიერ თანამშრომლად, 1970 -1972წწ. თბილისის განათლების სამმართველოს სწავლების ტექნიკური საშუალებების მეთოდისტად, 1977-1975წწ. საქართველოს განათლების სამინისტროს სახელმძღვანელოების განყოფილების ინსპექტორ-მეთოდისტად, 1975-1977წწ. საქართველოს განათლების სამინისტროს პედაგოგიკურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის სწავლების ტექნიკური საშუალებების ლაბორატორიის უმცროს მეცნიერ-თანამშრომელად, 1980 წლიდან დღემდე თსუ–ს თენგიზ გეგელიას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის რესპუბლიკური საშუალო სკოლა-ინტერნატის ფიზიკის მასწავლებელად, გამოქვეყნებული აქვს სასწავლო-მეთოდიკური სტატიები.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ოთარ ხაზარაძის სახელობის პედაგოგთა კავშირი, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: