შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ გაგნიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი 1979 წელს. თბილისის ი. ჭავჭავაძის სახ. ენისა და კულტურის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ–ეკონომიკურ მეცნიერებათა კათედრის დოცენტი. 1981-1984წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექტორად, 1984-1985წწ. საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში უფროს მასწავლებლად, პოლიტიკურ მოძრაობაში ჩაება 1988 წლიდან. მონაწილეობდა 1999 წლის საქართველოს საპარლამენტო და შემდეგ 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. აქვეყნებს სტატიებსა და სხვადასხვა სახის ნაშრომებს ეროვნული იდეოლოგიის შესახებ რესპუბლიკურ პერიოდიკაში. ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატი, დისერტაცია დაიცვა 1984 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |