The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ გაგნიძე

ზურაბ გაგნიძე
დაბადების თარიღი:1 ივნისი, 1955  (68 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი 1979 წელს.

თბილისის ი. ჭავჭავაძის სახ. ენისა და კულტურის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ–ეკონომიკურ მეცნიერებათა კათედრის დოცენტი.

1981-1984წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექტორად, 1984-1985წწ. საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში უფროს მასწავლებლად, პოლიტიკურ მოძრაობაში ჩაება 1988 წლიდან. მონაწილეობდა 1999 წლის საქართველოს საპარლამენტო და შემდეგ 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. აქვეყნებს სტატიებსა და სხვადასხვა სახის ნაშრომებს ეროვნული იდეოლოგიის შესახებ რესპუბლიკურ პერიოდიკაში.

ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატი, დისერტაცია დაიცვა 1984 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ეროვნული იდეოლოგიის პარტია, თავმჯდომარე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: