ძიება
საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე
|
ირაკლი ზედგინიძე
დაბადების თარიღი: | 14 ნოემბერი, 1940 |
გარდაცვ. თარიღი: | 1 იანვარი, 2011 (70 წლის ასაკში) |
კატეგორია: | ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1962 წელს.
1972-2011 წლებში იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზომი ტექნიკის ექსპერტიზისა და ხარისხის მენეჯმენტის კათედრის გამგე. ირაკლი ზედგენიძის კვლევები ეხება საზომი ექსპერიმენტის მათემატიკური დაგეგმვის, პროდუქციის ხარისხის კონტროლისა და მართვის, მეტროლოგიის, სტანდარტიზაციისა და სერტიფიკაციის საკითხებს. შექმნა ექსპერიმენტის მათემატიკური დაგეგმვის ქართული სკოლა. არის 9 მონოგრაფიის და სახელმძღვანელოების ავტორი. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1973), პროფესორი (1979). მეცნიერი ავტომატიკასა და გამოთვლითი ტექნიკის დარგში.
სადისერტაციო თემა - "ექსპერიმენტის დაგეგმვა რთული ტექნოლოგიური პროცესების გამოკვლევისათვის", დაიცვა 1973 წელს.
წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.337; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.93
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- გაეროსთან არსებული ინფორმატიზაციის საერთაშორისო აკადემია, წევრი (1994-)
- კავშირგაბმულობის საერთაშორისო აკადემია, ნამდვილი წევრი (1997-)
- საქართველოს საინჟინრო აკადემია, ნამდვილი წევრი (2007-)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1998 - ღირსების მედალი
ქართული ტექნიკური მეცნიერების განვითარებისა და საინჟინრო კადრების აღზრდის საქმეში შეტანილი თვალსაჩინო პირადი წვლილისათვის
ბიბლიოგრაფია
- ხარისხის მენეჯმენტი : სახელმძღვანელო (თანაავტორი). - თბილისი, ტექნ.უნ-ტის ინფორმაციის ცენტრი, 2002. - 388გვ.. - ISBN: 99928-18-26-3
- Измерения механических величин (ავტორი). - თბილისი, ГТУ, 2001. - 111с.
- ლაბორატორიული პრაქტიკუმი ციფრულ მიკროელექტრონულ მოწყობილობებში (ავტორი). - თბილისი, სტუ, 2001. - 46გვ.. - ISBN: 99928-18-24-7
- Измерения линейных и угловых величин (ავტორი). - Тбилиси, ГТУ, 2000. - 108გვ.
- საზომი ხელსაწყოების სპეციფიკუ რი ელექტრო ტექნიკური დეტალები (თანაავტორი). - თბილისი, სტუ, 2000. - 68გვ.
- Специфические электротехнические элементы измерительной техники (თანაავტორი). - Тбилиси, ГТУ, 2000. - 62с.
- Организация и планирование инженерного эксперимента : учебник (ავტორი). - Тбилиси, ГТУ, 2000. - 223с.
- Измерения температуры (თანაავტორი). - Тбилиси, ТГУ, 2000. - 68с.
- საინჟინრო ექსპერიმენტის ორგანიზაცია და დაგეგმვა : XXI ს-ის სახელმძღვანელო (ავტორი). - თბილისი, სტუ, 2000. - 242გვ.
- შესავალი სპეციალობაში : სახელმძღვანელო (ავტორი). - თბილისი, სტუ, 1999. - 192გვ.. - ISBN: 99928-18-12-3
- მეტროლოგიის, სტანდარტიზაციის და ხარისხის მართვის ალბათური საფუძვლები : სახელმძღვანელო (ავტორი). - თბილისი, სტუ, 1999. - 128გვ.. - ISBN: 99928-18-08-5
- ექსპერტიზა: მეთოდები და საშუალებები : სახელმძღვანელო (ავტორი). - თბილისი, სტუ, 1999. - 336გვ.
- Комплексные системы общетехнических стандартов (ავტორი). - Тбилиси, ГТУ, 1998. - 146გვ.
- სტანდარტიზაციის თეორია : სახელმძღვანელო (თანაავტორი). - თბილისი, სტუ, 1998. - 248გვ.. - ISBN: 99928-18-02-6
- Методика и практика потенциометрических измерений (თანაავტორი). - Тбилиси, ГТУ, 1998. - 100с.
- Специально ориентированные несимметричные композиционные планы второго порядка для двух переменных (თანაავტორი). - Тбилиси, ГТУ, 1998. - 110с.
- საზომი საშუალებების მეტროლოგიური უზრუნველყოფა : დამხმარე სახელმძღვანელო (ავტორი). - თბილისი, სტუ, 1987. - 77გვ.
- საინფორმაციო - საზომი ტექნიკის საშუალებათა დამუშავებისა და დამზადების საკითხები : დამხმარე სახელმძღვანელო (შემდგენელი). - თბილისი, ინფორმაციისა და ტექნიკურ - ეკონომიკურ გამოკვლევათა სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტი, 1978. - 72გვ.
- სტანდარტიზაციისა და ხარისხის კონტროლის საფუძვლები : დამხმარე სახელმძღვანელო (ავტორი). - თბილისი, სტუ, 1973. - 196გვ.
- Математическое планирование эксперимента для исследования и оптимизации свойств смесей (ავტორი). - Тбилиси, Мецниереба, 1971. - 152с.
- ტექნოლოგიური პროცესების ოპტიმიზაცია (ავტორი). - მეცნიერება, თბილისი, 1969. - 111გვ.
- მადნეულის ბარიტის გადამუშავების ოპტიმალური ტექნოლოგიის სტატისტიკური ძიება (თანაავტორი). - თბილისი, 1968. - 14გვ.
|