ძიება
ეს უნიკალური ცნობარი მოიცავს საქართველოში მოღვაწე და უცხოეთში მცხოვრები ქართველი ავტორების ბიოგრაფიულ მონაცემებს.
|
გულბათ ტორაძე
| დაბადების თარიღი: | 14 ოქტომბერი, 1928 (84 წლის) |
| კატეგორია: | ფილოლოგი, ხელოვნების მუშაკი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი
დაამთავრა თბილისის სახ. უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1950 წ., თბილისის სახ. კონსერვატორიის მუსიკის ისტორიის განყოფილება 1952 წელს.
1953 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში პედაგოგად, 1976წ. მუსიკის ისტორიის კათედრის გამგე, 1952-53წწ. საქართველოს სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტის პედაგოგი, 1953 წლიდან ეწევა სამეცნიერო და კრიტიკულ–პუბლიცისტურ მოღვაწეობას, 1973-1976წწ. მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1976 წლიდან არის ქართული ენციკლოპედიის მუსიკის სექციის თავმჯდომარე. მუსიკათმცოდნე.
ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი, სადისერტაციო თემა– "ქართული სიმფონიური პოემა ", დაიცვა 1969 წელს. მოგვიანებით გახდა პროფესორი.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი, მდივანი (1968-1973)
- საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი, მდივანი (1992-1995)
- საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია, წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1999 - ღირსების ორდენი
- 1967 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
ბიბლიოგრაფია
- ქართული მუსიკა საუკუნის გადასახედიდან (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1998. - 204გვ.. - ISBN: 999-28-51-04-X
- არჩილ ჩიმაკიძე : კრებული (რედაქტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1997. - 94გვ.
- მუსიკოსები იცინიან (შემდგენელი). - თბილისი, საქ. რესპ. მუს. ფონდის გამ-ბა, 1992. - 40გვ.
- 400 შეკითხვა (პასუხებითურთ) მუსიკის მოყვარულებს : კრებული (ავტორი). - თბილისი, საქ. მუსფონდის გამოცემა, 1992. - 74გვ.
- ნიკოლოზ გუდიაშვილი : რჩეული ნაწარმოებების ბიბლიოგრაფია (ავტორი). - თბილისი, ხელოვნება, 1990. - 19გვ.
- ქართული მუსიკის ისტორია : წ. 1. დამხმ. სახელმძღვ. კონსერვატორიის სტუდენტებისათვის (შემდგენელი). - თბილისი, განათლება, 1990. - 302გვ.
- ქართული ფეხბურთის დიდოსტატები (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1987. - 70გვ.
- ანასტასია ვირსალაძე : მონოგრაფია (ავტორი). - თბილისი, ხელოვნება, 1981. - 191გვ.
- მუსიკალურ გზაჯვარედინებზე (ავტორი). - თბილისი, ხელოვნება, 1979. - 67გვ.
- Композиторы Грузии (ავტორი). - Тбилиси, Мерани, 1968. - 132с.
- იონა ტუსკია : მონოგრაფია (ავტორი). - თბილისი, საქ. მუსფონდის გამომცემლობა, 1962. - 73გვ.
- Симфонические произведения "Звиадаури" и "Миндиа" Шалвы Мшвелидзе. (ავტორი). - Москва, Музгиз, 1958. - 51с.
|